უცნაურია, უკრაინელები რომ პოულობენ დროს და ჩვენს დეოლიგარქიზაციაზე ზრუნავენ – სერგეენკო

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების მხრიდან საქართველოს “დეოლიგარქიზაციაზე” საუბარი მისთვის უცნაურია.

“ერთი შეხედვით, ჩემთვის ცოტა უცნაურია, რომ ეს ადამიანები, პოდოლიაკი ან ვინმე სხვა ამ ტრაგიკულ ვითარებაში პოულობენ დროს და საქართველოს ასე ვთქვათ დეოლიგარქიზაციაზე ზრუნავენ და იღწვიან. მათ საკუთარი საზრუნავი და სამოღვაწეო უამრავი აქვთ. თუმცა, ეს ქვეყანა ომში იმყოფება და მე თითოეული უკრაინელის მესმის, რომ მათი ნათქვამი მკაცრად არ უნდა განვსაჯოთ. ისინი უდიდესი სტრესის ქვეშ იმყოფებიან”. – ამბობს სერგეენკო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ნათესავების რუსულ ბიზნეს ეხება. პოდოლიაკმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ “დეოლიგარქიზაცია ყველა პრორუს ოლიგარქს ელის”.

უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია კი Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, არახამიამ მიმართა ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილსა და დასავლეთში განთავსებულ მის აქტივებზე.

წინა სტატიაშიუკრაინის რამდენიმე სპიკერი ყველაფერზე ღლიცინებს, მაგათ არც უკრაინის ბედი აწუხებთ – სუბარი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მთავარი ინიციატივაა, შეიქმნას საერთაშორისო კონსილიუმი – ჯაფარიძე