უკრაინის პროკურორი: ადვოკატ გრაბოვსკის ფეხზე ასაფეთქებელი ბრასლეტი ეკეთა

ყტრტეადვოკატ გრაბოვსკის ფეხზე, რომელიც უკრაინაში მკვდარი იპოვეს, აღმოაჩინეს ბრასლეტი, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩამონტაჟებული – განაცხადა უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მათიოსმა.

გრაბოვსკი დონბასში დაკავებული რუსი ალექსანდრა ალექსანდროვნას ადვოკატი იყო. მისი ცხედარი ჩერკასის რაიონში, ჟაშკოვის დასახლებულ პუნქტში იქნა ნაპოვნი.
ადვოკატი 7 მარტს დაიკარგა.

9 მარტს გრაბოვსკი სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო, ამიტომ, მისი არ ყოფნის გამო პროცესი გადაიდო.
უკრაინის პროკურატურის მონაცემებით, გრაბოვსკის დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.
საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება

banner
წინა სტატიაშიგაფრთხილება მოქალაქეებს: მუქარანარევი ზარები და შეტყობინებები აღსრულების ბიუროს სახელით
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა “ქართულმა ოცნებამ” უნდა აიღოს