უკრაინის პოლიციამ ჟურნალისტის მკვლელობაზე ინფორმაციისთვის ჯილდო დააწესა

უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ პოლიცია 200 ათას გრივენს გადასცემს ჯილდოს სახით ინფორმაციისათვის, რომელიც ჟურნალისტ პავლე შერემეტის მკვლელობის საქმის გამოძიებას დაეხმარება – “112 უკრაინა” წერს.
“პოლიცია აცხადებს, რომ მზად არის 200 ათასი ჯილდოს სახით გადაიხადოს ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც საქმის გამოძიებას წაადგება” – განაცხადა მინისტრმა.
ავაკოვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ გარკვეული ინფორმაციები გააჩნიათ, რომელიც არ არის გასაჯაროვებული გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
ადრე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების სახელებს მალე იტყვიან.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი პაველ შერემეტი 20 ივლისს საკუთარი ავტომანქანის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე “განზრახ მკვლელობის” მუხლით.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამოღალატეთა სასაფლაო!