უკრაინის მოკავშირე ქვეყნები მაისის ბოლომდე თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების მორიგი შეხვედრის გამართვას აპირებენ

“უკრაინის მოკავშირე ქვეყნები მაისის ბოლომდე თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების მორიგი შეხვედრის გამართვას აპირებენ. მოლაპარაკებების დროს განიხილება უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დახმარება,”-ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ ასევე აღნიშნა ბრიტანეთის როლი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში.

„დიდი ბრიტანეთი უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ქვეყნიდან იარაღის საკვანძო ბაზებისთვის მიწოდების კოორდინაციაში, საიდანაც იარაღი უკვე გადადის უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელში“, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშითამარ გვერდწითელს 9 მაისის კონცერტზე არ უმღერია
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები ​”აზოვსტალის” დაბომბვას აგრძელებენ – მარიუპოლის მერის მრჩეველი