თამარ გვერდწითელს 9 მაისის კონცერტზე არ უმღერია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარ გვერდწითელმა 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა ფეიკი აღმოჩნდა. გამარჯვების დღის ღონისძიებაში მონაწილეობა უარყო მომღერლის ოფიციალურმა გვერდმა.

“გავრცელდა ინფორმაცია,
რომ 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული.
საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად.
თამარ გვერდწითელი,
ირაკლი მენთეშაშვილი,
გია სალაღიშვილი,
დავით ჯაფარიძე.
პაატა ანდრიაძე.
ლინკი შარშანდელი კონცერტის, რომელიც გამოიყენეს წელს დეზინფორმაციისთვის : 👇

ოფიციალური გვერდის განმარტებით თამარ გვერდწითელი რამდენიმე თვეა თბილისში იმყოფება, გავრცელებული ვიდეო კი მონტაჟია, რომელიც დეზინფორმაციას ემსახურება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ პირველი 11 Mi-17 ვერტმფრენი შეერთებული შტატებიდან მიიღო
შემდეგი სტატიაუკრაინის მოკავშირე ქვეყნები მაისის ბოლომდე თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების მორიგი შეხვედრის გამართვას აპირებენ