უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეეძლოს – ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს – დეგნანი

უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეეძლოს – ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების დღესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ საქართველო რეფორმების დღის წესრიგის ერთგული იქნება, ეს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისკენ ნაბიჯი იქნება.

“ჩვენ ძალინ ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავაცვის ძალებმა მიაღწიეს ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში. ძალიან დიდი სამუშაო განხორციელდა, რათა თავდაცვის ძალები იყოს ძლიერი, მედეგი, შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის საზღვრების დაცვა. ამ მიმართულებით დიდი ხანია ვმუშაობთ. წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების სფეროში უფრო ღრმა თანამშრომლობას. თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელობა კარგად ვიხილეთ უკრაინის მაგალითზე – ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეეძლოს. დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალები მუშაობენ ამ მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ ვზეიმობთ საქართველოს თავდაცვის დღეს და ამაზე უკეთესი გზა არ იქნებოდა ამ დღის აღსანიშნავად თუ არა ეს მხარდაჭერის აქტი. ამ აქტში არის მოწოდება კონგრესმენების მხრიდან, რომ გაგრძელდეს მუშაობა რეფორმებზე, რაც გულისხმობს რეფორმებს უსაფრთხოების სფეროში, დემოკრატიულ რეფორმებს, სასამართლოს და საპარლამენტო ზედამხედველობის რეფორმებს. თუ საქართველო ერთგული იქნება აღნიშნული რეფორმების დღის წესრიგის, ეს იქნება ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებისკენ ნაბიჯი”,- განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩის განცხადებით – ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება – მაკრონი ზელენსკის ესაუბრა