საფრანგეთი უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება – მაკრონი ზელენსკის ესაუბრა

მაკრონი და ზელენსკი შეხვდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორე ვადით აირჩიეს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, სატელეფონო საუბრისას მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გააძლიერებს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას.

მაკრონმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვისა და სამხრეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლში შექმნილი “აუტანელი სიტუაციის გამო” “ძლიერად შეშფოთებულია”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება შეადგენს “615 ტონაზე მეტ აღჭურვილობას, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობას, საავადმყოფოებისთვის გენერატორებს, სასურსათო დახმარებას, თავშესაფარსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს”.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, გაგრძელდება ფრანგი ექსპერტების მისია, რომლებიც ხელს უწყობენ მტკიცებულებების შეგროვებას რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეეძლოს – ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს – დეგნანი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში დაფნის პლანტაცია დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსდა