აშშ-ს ელჩის განცხადებით – ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარი საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა. როგორც ელჩი განმარტავს, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის.

“თითოეულმა ადამიანმა უნდა აღიქვას სერიოზულად. ეს პროცესი მოითხოვს მთლიანი საზოგადოების ჩართულობას. ყველა ადამიანმა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა. ეს კითხვარი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი ძალიან მალე წარედგინება ელჩ ჰარცელს, მეორე ნაწილი კიდევ უფრო გრძელია, მეტ კითხვას მოიცავს. აღნიშნული პროეცსი დიდ დროს მოიცავს, რაც ევროკავშირის თითოეულმა წევრმა გაიარა. ეს არაჩვეულებრივი შანსია საქართველოსთვის, რათა წარმოაჩინოს, რომ იგი მზადაა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები, რათა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან. საქართველომ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, აღნიშნული გზა უნდა გააგრძელოს”, – აღნიშნავს დეგნანი.

banner
წინა სტატიაშივერ მოვუწოდებ, იმიტომ, რომ არ ვიცი რა წამლებზეა ლაპარაკი და როგორ უნდა მოვუწოდო? არ ვიცი მე რამდენად სამკურნალოა ეს წამლები – ალასანია
შემდეგი სტატიაუკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეეძლოს – ვამაყობთ იმით, რასაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს – დეგნანი