უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო

უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის იმ რაიონებიდან, რომელიც რუსეთს არ აქვს დაკავებული, სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

„პირველი მატარებელი დღეს ჩავიდა კროპივნიცკში – ქალები, ბავშვები, მოხუცები. ყველას დავხვდით და დავაბინავეთ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ დონეცკის რაიონიდან სავალდებულო ევაკუაცია უკრაინის ხელისუფლებამ ზამთრის სეზონის მოახლოებას დაუკავშირა. კიევში აცხადებენ, რომ დონეცკის რაიონში, რომლის ერთ ნაწილს კიევი აკონტროლებს, ხოლო მეორე რუსეთს აქვს დაკავებული, საბრძოლო მოქმედებების გამო გათბობისა და ელექტროსისტემა დაზიანებულია, რის გამოც ზამთარში მოქალაქეების იქ დარჩენა შეუძლებელია.

უკრაინის ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების ტრანსპორტირებაზე, განსახლებასა და ფინანსურ მხარდაჭერაზე. სავალდებულო ევაკუაციის შემდეგ, მოქალაქეს დროებით გადაადგილებული პირის მოწმობას მისცემენ. ის ადამიანები, ვინც სავალდებულო ევაკუაციაზე უარს იტყვიან, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ თავად აგებენ პასუხს საკუთარი და ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

banner
წინა სტატიაშიპელოსის თვითმფრინავის შესაჩერებლად ჩინეთი მის წინ ჭურვების გასროლით იმუქრება
შემდეგი სტატიანენსი პელოსის თვითმფრინავს ონლაინ 262 ათასი ადამიანი უყურებს – მათი რიცხვი ყოველ წუთს იზრდება