“უკრაინის ხელისუფლება აჩქარებს სასამართლო პროცესებს, რომ უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება ჩამომართვან”- სააკაშვილი

კიევის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება უახლოეს დღეებში ჩამოართვას.განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო პროცესები მითვის განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით ტარდება.
“უკრაინის ხელისუფლება აჩქარებს სასამართლო პროცესებს ჩემი დეპორტაციის მიზნით. მე მქონდა 30 დღე იმისთვის, რომ სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება გამესაჩივრებინა. თუმცა, სასამართლოს თავად საემიგრაციო სამსახურმა მიმართა და მის მიერ მოგებული საქმე თავად გაასაჩივრა. ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ სასამართლო პროცესი ორშაბათს ჩატარდეს, უკვე სამშაბათს კი, მე აღარ მქონდეს არცერთი დოკუმენტი იმისთვის, რომ უკრანაში კანონიერად ვომყოფებოდე,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის თავმდოჯმარე უკრაინის რადას თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაგენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიასთან ადვოკატი შევიდა