გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიასთან ადვოკატი შევიდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიასთან უფლებადამცველი შევიდა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
„ფაქტობრივად ის ბრალდებულია, ვინაიდან დაკავებული ჰყავთ უკვე დაახლოებით 48 საათია, მაგრამ მის მიმართ ბრალის წარდგენა ჯერ კიდევ არ მომხდარა. ის დარღვევები, რომელიც მოხდა და რომელიც ხდება ჯერ კიდევ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მე გიორგი ჭანტურიასთან გავიარო გარკვეული კონსულტაციები, ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციაზე და შემდეგ უკვე გაგაცნოთ თქვენც.
ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. არავითარი ჩანაწერები, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ, პირიქით, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა გუშინ, არის ფაქტობრივად მის მიმართ გამამართლებელი, არცერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე შემხებლობას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან და არც ასევე მის შემხებლობას 236-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა ვაზნებს. ანუ, არცერთ მუხლთან დაკავშირებით მის მიმართ მტკიცებულება არ არსებობს,” – განაცხადა ადვოკატმა ანა კეკელიძემ.
ყოფილი პროკურორი სამართლდამცველებმა არა მკვლელობის, არამედ საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჭანტურიას ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიცია ყოფილი პროკურორისგან გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა და მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინის ხელისუფლება აჩქარებს სასამართლო პროცესებს, რომ უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება ჩამომართვან”- სააკაშვილი
შემდეგი სტატიათბილისის მერის მეხუთე მოადგილე სოფიო ხუნწარია იქნება