საქართველოს პარლამენტის თავმდოჯმარე უკრაინის რადას თავმჯდომარეს შეხვდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 18, 2018 10:22

საქართველოს პარლამენტის თავმდოჯმარე უკრაინის რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმდოჯმარე ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას თავმჯდომარეს შეხვდა. ისაუბრეს თუ არა ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ, უცნობია.

ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი უკრაინა-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადსხვა საკითხების შესახებ შედგა. ასევე, განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანდრეი პარუბიმ და ირაკლი კობახიძემ მედიასთან განცხადებები გააკეთეს.

„ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო გამოწვევები, საერთო მიზნები და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ჩვენი საერთო მიზანია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ამ კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

რუსულ აგრესიაზე ისაუბრა ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინის რადას თავმჯდომარემაც.

„ჩვენ ვიცით რა საერთო გამოწვევები არის ჩვენი ქვეყნების წინაშე – ეს არის რუსეთის აგრესია. კარგად გვახსოვს 2008 წელი, როდესაც საქართველო გვაფრთხილებდა, რომ საქართველოს შემდეგ შეიძლება ყოფილიყო უკრაინა და ეს ასეც მოხდა. ჩვენ ვიცით თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას და ამ კუთხით ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას,“ – განაცხადა ანდრეი პარუბიმ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე იანვარი 18, 2018 10:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,276
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics