უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყების დღიდან 24 700 რუსი სამხედრო მოკლეს

რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 24 700 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1092 ტანკი, 2651 ჯავშანმანქანა, 499 საარტილერიო სისტემა, 169 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 83 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 196 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1907 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 10 ერთეული გემი/ კატერი, 303 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 38 სპეცტექნიკა, 89 ფრთოსანი რაკეტა.

banner
წინა სტატიაშიპროფკავშირების წარმომადგენლებმა „IDS ბორჯომის“ დასაქმებულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მედიაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ დროებით მაინც დატოვოს ქართული პოლიტიკა და მიხედოს ჯანმრთელობას, ოჯახს