უკრაინელი რეჟისორის დემარში თბილისში გასამართ СНГ- ს კინო-ფესტივალზე…

უკრაინელი რეჟისორის დემარში თბილისში გასამართ СНГ- ს კინო-ფესტივალზე...

,,რუსეთისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნების V ფესტივალი,, ასე ჰქვია კინოფესტივალს, რომელიც თბილისში 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლის გაიმართება და რომელშიც ცნობილი უკრაინელი რეჟისორი, თავის ფილმთან ერთად პროტესტის ნიშნად არ მიიღებს მონაწილეობას…

უკრაინელი კინორეჟისორი მიხაილ ილენკო ფეიბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ის უარს აცხადებს თბილისში ,,დსთ-ს,, პატრონაჟით გასამართ  ფესტივალში მონაწილეობაზე…

,,იმის გამო, რომ გამოირიცხოს ვერსიები ჩემი უარის შესახებ, და იმის გამო, რომ შესაძლებელია ჩემი მონაწილეობა უკვე ეწეროს ფესტივალის დაბეჭდილ პროგრამაში… ძვირფასო კოლეგებო!

რასაკვირველია ჩვენი მიმიწერა უნდა დაწყებულიყო მოწვევით და არა ავიაბილეთებითა და ტექნიკური დეტალებით… მაგრამ მე მივიღე მოწვევა მხოლოდ გუშინ (30.10.2015). ,,რუსეთისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნების V ფესტივალის,, წარმოდგენილმა პროგრამამ, მაიძულა უარი მეთქვა ფესტივალში მონაწილეობაზე. გთხოვთ არ ჩაგვთვალოთ მე და ჩემი ფილმი ,,Тот Кто Прошел Сквозь Огонь,, ფესტივალის მონაწილედ.

დღეს ჩვენ გვყოფს ომი.

ჩვენ გვყოფს ოლეგ სენცოვის დაპატიმრება, რომელიც ყირიმში იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ფილმ ,,ორლეანს,, – ფესტივალის ერთ-ერთ ფილმს იღებდა. (წელიწადნახევრის შემდეგ სენცოვს 20 წლით მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს)

ვწუხვარ, რომ ფესტივალის მონაწილეთა შორის სტანისლავ გოვორუხინიც არის… კაცი რომელიც არ მალავს ანტიუკრაინულ შეხედულებებს.

იძულებული ვარ უარი ვთქვა ფესტივალსი მონაწილეობაზე, ყოველი შემთხვევისთვის იმ დროის განმავლობაში, სანამ სენცოვი გისოსებს მიღმა ზის. იმედია 20 წელი არ დამჭირდება ლოდინი. ჩემს ასაკში ეს არც ისე ადვილია,, აცხადებს უკრაინელი რეჟისორი, რომელიც გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამოც, რომ მოსაწვევში ნახსენები არ იყო ფესტივალში მონაწილე  ქართული ფილმების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველომ რუსეთთან 2008 წელს ომის შემდეგ დატოვა დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობა (,,დსთ,,   СНГ) და მას შემდეგ ამ ორგანიზაციის პატრონაჟით გამართული არც ერთი  ღონისძიებისათვის არ უმასპინძლია.

www.timer.ge

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალანია:”ქინძაობა და რეალობა”
შემდეგი სტატიარა ჯდება და შეიძლება თუ არა «თალიზში» თმის გადანერგვა განვადებით