რა ჯდება და შეიძლება თუ არა «თალიზში» თმის გადანერგვა განვადებით

tma-sida«რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!» – ეს ვინმეს შესაძლოა, ემოციური გამონათქვამი ჰგონია, მაგრამ თმის გადანერგვის კლინიკა «თალიზთან» მიმართებაში ემოცია არაფერ შუაშია. ყოველ შემთხვევაში, «თალიზი», როგორც ჭეშმარიტად ქართული ბრენდი მთელ მსოფლიოში ცნობილია, კლინიკის ხელმძღვანელს, ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორს, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო და აზიის ასოციაციების წევრს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ აკაკი წილოსანსაც ორივე ნახევარსფეროზე იდეალურად იცნობენ: თმის გადანერგვის ქართველი გურუ მასტერკლასებსა და თმის გადანერგვის პროცედურებს ხან აშშ-ში ატარებს, ხან – ევროპაში და ხანაც – აზიაში… ზოგისთვის თმის გადანერგვა, ალბათ, აუხდენელი ოცნებაა, რადგან თვლის, რომ ყველაფერი ეს კოლოსალურ თანხასთანაა დაკავშირებული, თუმცა ასე სულაც არ არის, მით უმეტეს, რომ «თალიზი» პაციენტებს გადახდის მოსახერხებელ ფორმას, ანუ ორწლიან განვადებასაც სთავაზობს. გარდა ამისა, თმის გადანერგვის კლინიკაში გარკვეული ფასდათმობებიც მოქმედებს…
თმის გადანერგვის პროცედურის ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი გრაფტი, ანუ ფოლიკულურული გაერთიანებაა, – ამბობს თმის გადანერგვის ქართულ ბრენდ «თალიზის» სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი და იქვე განმარტავს, – ერთი გრაფტი ერთი აუტოტრანსფლანტანტია, რომელიც თმის ერთიდან ოთხ ძირამდე შეიცავს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, თმის გადანერგვის პროცედურის ღირებულება გადანერგვის მასშტაბზეა დამოკიდებული, ანუ რამდენი ფოლიკულური, ესე იგი, თმის ძირის გაერთიანება გადაინერგება. ღირებულება გადანერგვის მეთოდზეცაა დამოკიდებული.

– პაციენტს გარანტიას ვაძლევთ – გადანერგილი თმა არასოდეს გასცვივდება! ზოგისთვის თმის ცვენა პრობლემაა, ზოგისთვის – არა. არადა, თმა ადამიანს ცვლის და აახალგაზრდავებს. შესაბამისად, თუკი ადამიანისთვის ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია, თვეში 100 ლარს ნამდვილად გადადებს და თმას, სხვა თუ არაფერი, განვადებით გადაინერგავს. განა, არ ღირს, რომ ოცნებისთვის ხელფასის 10 პროცენტი გადავდოთ?! ამიტომაც, არ ვთვლი, რომ თმის გადანერგვა ფუფუნებაა!
მოკლედ, თმა თუ IPone? – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: რა თქმა უნდა, თმა! ჰოდა, ნუღარ აყოვნებთ, გეზი ტაშკენტის ქუჩის #27-სკენ აიღეთ და… გახსოვდეთ: თქვენი წარმატების გზა IPONEზე კი არა, «თალიზზე» გადის!

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი რეჟისორის დემარში თბილისში გასამართ СНГ- ს კინო-ფესტივალზე…
შემდეგი სტატიადღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში იმსჯელებენ