გიორგი ალანია:”ქინძაობა და რეალობა”

giorg alania

giorg alania” ხელისუფლების ძალისმიერი გადაყენებისათვის აუცილებელია დაინტერესებული გარე ფაქტორი. მაგალითისთვის 1992 წლის ე.წ. სამხედრო გადატრიალება, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო ოკუპაცია იყო ვიდრე პუტჩი. საქართველოზე ზემოქმედების ინსტურმენტი ყოველთვის იყო და არის ჯერ-ჯერობით რუსეთი, რომელსაც დღეს პირდაპირი აგრესიისთვის არ აქვს მოტივი”–აცხადებს ქართული ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზვიად გამსახურდიას ოფიცერი გიორგი ალანია.მისისვე თქმით  საქართველოში რუსეთისთვის ხელსაყრელი ხელისუფლებაა, მეორე  საქართველოს ახალი ტერიტორიების ოკუპაცია უახლოეს მომავალში რუსეთისგან არაა მოსალოდნელი, ჯერ ის აქვს მოსანელებელი რაც წაიღო, ამას დამატებული უკრაინის პრობლემატიკაც უშლის ხელს.

გიორგი ალანია:"ქინძაობა და რეალობა"

პოლიტემიგრანტის განცხადებით აშშ ფაქტორს ხელსიუფლების შეცვლისათვის დღეს საერთოდ გამორიცხულია. ნაციონალების დაბრუნება არახელსაყრელია და მიუღებლი, ახალი ძალა რომელიც აშშ, ან დასვალეთს აწყობს არ არსებობს. ზემოთ მოყვანილ ფაქტებიდან გამომდინარე ყველა ტიპის “ქინძაობა” არის ბოლის გამოშვება, ან ისედაც უაზრობაში ჩავრდნილი ხელისუფლების დაბნევა-გამოლენჩების მცდელობა, რაც ფაქტობრივად ამ კუთხით შედეგიანი აღმოჩნდა. ეს ნაციონალებს აძლევს პოლიტიკური ტივტივის საშაუალებას, რაც მათთვინ ქვეყანაში გარკვეული გავლენის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისია.თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოში ამჟამდ უფრო სერიოზული და სახიფათო პროცესები მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო გავლენისთვის მებრძოლ ქვეყნებს საკმაო პროობლემებს უქმნის, საქართველოში მიმდინარე პროცესები და ძალათა თანაფარდობა რუსეთის ჩათვლით ყველას აწყობს–მიიჩნევს პოლიტემიგრანტი ჩეხეთში, გიორგი ალანია.

banner
წინა სტატიაშიილია მეორის სამძიმრის წერილი
შემდეგი სტატიაუკრაინელი რეჟისორის დემარში თბილისში გასამართ СНГ- ს კინო-ფესტივალზე…