უკრაინელი ექსპერტი: სააკაშვილის კარვიდან გაძევება პოროშენკოსთვის სავალალო შედეგით დასრულდება

ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსის წარმატებას განაპირობებს მისი უნარი მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც მას სურს.
ასეთი აზრი გამოთქვა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე უკრაინელმა პოლიტიკურმა ექსპერტმა ალექსანდრე კოჩეტკოვმა.

“ყოფილ საუკეთესო მეგობარ მიხოსთან კონფლიქტში პრეზიდენტი პოროშენკო, როგორც სჩანს, ემოციებს აყვა და ესკალაციის გზას დაადგა. სწორედ ეს უნდათ “პროტესტანტებს” სააკაშვილის მეთაურობით, რომელიც ზომიერი “მეგზურების: გარეშე დარჩა!

ისმის შეკითხვა, რატომ დადგეს კარვები გრუშევსკის ქუჩის პირას როდესაც ახლომდებარე პარკში საკმაო ადგილია?
გათვლა იმაზეა, რომ პოროშენკოს ნერვები უმტყუნებს, გასცემს მომიტინგეთა დარბევის ბრძანებას, მოხდება სისხლიანი კონფლიქტი, რომელიც გამოიწვევს საპროტესტო ტალღას…როგორც 2013 წელს.

სანამ მიტინგის დარბევა მოხდება, ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკვეთოს მას თავი. სწორედ ამიტომ, მიგრაციის სამსახურმა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დააკმაყოფილა სააკაშვილის თხოვნა პოლიტიკური თავშესაფრის თაობაზე და დემონსტრატიულად გააძევა ქვეყნიდან მისი სამი თანაპარტიელი, რაც ნიშნავს – თუ არ წაეთრევი უკრაინიდან, გაყვები მათ ეროვნული გვარდიის თვითმფრინავით თავზე ტომარა ჩამოცმული.

სააკაშვილი არ არის სტრატეგიის გენიოსი, მაგრამ ამგვარი ვარიანტი აუცილებლად უნდა გათვალოს და მიიღოს ზომები: მოელაპარაკოს ოკეანის გაღმა თავის პარტნიორებს და იზრუნოს საიმედო დაცვაზე. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მიხოსთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი სწორედ გრუშევსკის ქუჩაზე გაშლილი კარვებია. მისი იქიდან გაძევება ესკალაციას გამოიწვევს და პოროშენკოსთვის სავალალო შედეგით დასრულდება”, – წერს უკრაინელი ექსპერტი.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) მეჭიაურმა ქუცნაშვილს ნაბიჭვარი და “ცუილა” უწოდა
შემდეგი სტატია,,დემოკრატია,, რომელიც რევოლუციით მთავრდება