(ვიდეო) მეჭიაურმა ქუცნაშვილს ნაბიჭვარი და “ცუილა” უწოდა

„ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა,“ – ასე პასუხობს თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, თითქოს ქართულ ოცნებაში მან მიიყვანა.

თიანეთის მერობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას არჩევანის ეთერში უპასუხა.

„პირველი დეკლარაცია რომ შეავსო ამან, პირველი რაც კი ჩაწერა, ცოლის მზითევი იყო – “ჟილაია” და “სპალნა”, თან დიდი თანხები მიუწერა, რომ ძალიან ძვირი იყო. მეტი არაფერი არ ჰქონდა ჩასაწერი, ოროთახიანი “ხრუშჩოვკიდან” მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა

 

https://youtu.be/MIZlEixCX3I

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) „უმუშევარი, გალოთებული სახლში იჯდა” – ქუცნაშვილის პასუხი მეჭიაურს
შემდეგი სტატიაუკრაინელი ექსპერტი: სააკაშვილის კარვიდან გაძევება პოროშენკოსთვის სავალალო შედეგით დასრულდება