უკრაინელი და ქართველი ხალხი მუდამ უჭერენ მხარს ერთმანეთს, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და თავისუფლების სიყვარული -უკრაინის რადას წევრი

პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზზე ზოგჯერ გვაქვს რთული მომენტები. არსებობს მეტის გაკეთების საჭიროება, მაგრამ ძალიან კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერი ჩამოვიდა კიევში და თავად დაათვალიერა აგრესიის შედეგები. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის კავშირები უფრო დაახლოვდება, – ამის შესახებ უკრაინის რადას წევრმა, მმართველი პარტია „სლუგა ნაროდას“ წარმომადგენელმა იულია ოვჩინიკოვამ საქართველოს პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი და ქართველი ხალხი მუდამ უჭერენ მხარს ერთმანეთს.

„ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და თავისუფლების სიყვარული, რასაც ევროპული განვითარების ვექტორად განვიხილავთ. ეს მხარდაჭერა ისტორიულია და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ხალხი მუდამ მხარს უჭერს ერთმანეთს. ამასთან, ჩვენ ვხედვათ, რომ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზზე ზოგჯერ გვაქვს რთული მომენტები. არსებობს მეტის გაკეთების საჭიროება, მაგრამ ძალიან კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერი ჩამოვიდა კიევში და თავად დაათვალიერა აგრესიის შედეგები. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის კავშირები უფრო დაახლოვდება“, – აღნიშნა იულია ოვჩინიკოვამ.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა კარგი მაჩვენებელია, როგორი ურთიერთობა აქვს უკრაინელ და ქართველ ხალხს.

„როგორც იცით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, უკრაინელ ხალხი მიიჩნევს, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ოთხეულშია. ამ ოთხეულში ასევე შედის პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, როგორი ურთიერთობა აქვს უკრაინელ და ქართველ ხალხს.

ცხადია, დიპლომატიურ ასპარეზზე სხვადასხვანაირი პერიოდი არსებობს, მაგრამ საერთო ხაზი, რომელსაც ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება, არის საერთო ღირებულებები – თავისუფლების სიყვარული და სოლიდარობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთად შევაჩეროთ ოკუპაცია და აღვადგინოთ მშვიდობა ჩვენს მიწაზე. მნიშვნელვანია, რომ საქართველომ და უკრაინამ ამაზე ხმამაღლა ისაუბროს“, – განაცხადა ოვჩინიკოვამ.

banner
წინა სტატიაშიექიმებს საქმის კეთება უნდა ვაცადოთ, მეათასახარისხოვანია სააკაშვილთან მნახველების დაშვების საკითხი – სერგეენკო
შემდეგი სტატიაევროკავშირი უკრაინას დამატებით 600 მილიონ ევროს გამოუყოფს – Bloomberg