უკრაინელებმა რუსი ოკუპანტებისგან 1000-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს – კირილ ტიმოშენკო

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

ტიმოშენკოს თქმით, ოკუპანტებისგან თავისუფალია 1023 დასახლებული პუნქტი, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კი აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

“რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება. ახლა დეოკუპირებულია 1023 დასახლებული პუნქტი”, – განაცხადა ტიმოშენკომ .

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა
შემდეგი სტატიაარაფერია მარადიული, უფრო მეტიც, ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უარყოფენ რეალობას, არამედ ცდილობენ დაუპირისპირდნენ ისტორიის მიმდინარეობას – პუტინი