არაფერია მარადიული, უფრო მეტიც, ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უარყოფენ რეალობას, არამედ ცდილობენ დაუპირისპირდნენ ისტორიის მიმდინარეობას – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატების მეთაურობით, დასავლეთის ქვეყნების დომინირების დასრულება იწინასწარმეტყველა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„მაგალითად, მიაჩნიათ, რომ დასავლეთის დომინირება გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში უცვლელი, მარადიული ღირებულებაა. არაფერია მარადიული. უფრო მეტიც, ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უარყოფენ რეალობას, არამედ ცდილობენ დაუპირისპირდნენ ისტორიის მიმდინარეობას. გასული საუკუნის თვალსაზრისით ფიქრობენ. ისინი საკუთარი ილუზიების ტყვეობაში არიან“, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსი ოკუპანტებისგან 1000-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს – კირილ ტიმოშენკო
შემდეგი სტატიაპრესრელიზი ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით