უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 40 რუსი ოკუპანტი და 2 ტანკი გაანადგურეს

ოპერატიული-ტაქტიკური ჯგუფის “აღმოსავლეთის” პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინელმა სამხედროებმა 40 რუსი ოკუპანტი, ორი ტანკი და ორი ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს. ინფორმაციას ჯგუფი Facebook-ზე ავრცელებს.

“უკრაინელი დამცველები აგრძელებენ აგრესორის შეკავებას ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის, “აღმოსავლეთის” პასუხისმგებლობის ზონაში. მტრის დანაკარგებია: პერსონალი – 40, ტანკი – 2, ჯავშანტრანსპორტიორი – 2″, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიაNew York Times-მა ბუჩაში რუსი ოკუპანტების სისასტიკის ვიდეო მტკიცებულება გამოაქვეყნა (ვიდეო)