New York Times-მა ბუჩაში რუსი ოკუპანტების სისასტიკის ვიდეო მტკიცებულება გამოაქვეყნა (ვიდეო)

New York Times-მა ბუჩაში რუსი ოკუპანტების სისასტიკის ვიდეო მტკიცებულება გამოაქვეყნა.

პირველი ვიდეო გადაღებულია CCTV კამერებით. 2022 წლის 4 მარტი. რუს სამხედროებს ცხრა უკრაინელი პატიმარი საოფისე შენობისკენ მიჰყავთ, რომელიც რუსებმა იმპროვიზებულ ბაზად გადააკეთეს.

დრონიდან მეორე ვიდეოზე უკვე 2022 წლის 5 მარტია. მასზე მოკლული მოქალაქისა და ორი რუსი ჯარისკაცის ცხედრებია ასახული. კადრებით თუ ვიმსჯელებთ, გარდაცვლილები იგივეა, ვინც წინა დღეს სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს (ყურადღება მიაქციეთ ლურჯ მაისურში გამოწყობილ მამაკაცს).

https://www.youtube.com/watch?v=__N4EbvFG8E&ab_channel=timerge%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

https://www.youtube.com/watch?v=2EpCv6DHBIw&ab_channel=timerge%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით 40 რუსი ოკუპანტი და 2 ტანკი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაამ დროისთვის, აზოვსტალის ტერიტორია 1700-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ დატოვა