უკრაინელების სურვილია პოროშენკო გადადგეს

უკრაინელების სურვილია პოროშენკო გადადგეს

33გამოკითხულთა უმეტესობა თანახმაა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ოფშორთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგეს – კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული გამოკითხვები უკრაინულმა მედიამ დაბეჭდა.
პასუხი შეკითხვაზე: ოფშორზე გამოქვეყნებული ინფრომაციის შემდეგ, უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი პოროშენკო, 48,6%-მა უპასუხა – “ცხადია, უნდა გადადგეს”, 17,5%-მა კი – “უფრო უნდა გადადგეს”.
ვარიანტი შეკითხვაზე “უფრო არ უნდა გადადგეს” აირჩია 9,3%-მა, “ცხადია, არ უნდა გადადგეს” – 6,3%-მა. 18,3%-ი კი ჩამოყალიბებული არ არის.
გამოკითხვა 13-18 მაისში ტარდებოდა. მასში 110 დასახლებული პუნქტიდან 2039 ადამიანი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების სირთულეებზე ისაუბრა
შემდეგი სტატია26 მაისის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში პარლამენტის ისტორიული შენობა განათდა