არა ივანიშვილს, არა რუსეთს და არა მონობას – ფავლენიშვილი

– არა ივანიშვილს, არა რუსეთს და არა მონობას, ძალიან მკაფიო პასუხი იქნება და წაგლეკავთ ივანიშვილო და ყველა მისი ბანდის წევრებო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერ ქციაზე სიტყვით გამოსვლისას ცდილობდა საზოგადოების შეშინებას.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ როგორც გუშინწინ ჩვენ ვიხილეთ ეროვნული ორგანიზმი, საქართველოს ჯანსაღი ნაწილი, თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ახალგაზრდები და მათ შორის, ყველა ასაკის წარმომადგენელი, ისე გუშინ ვიხილეთ მოძველებული, ატროფირებული მხარე, ისინი ძალაუფლებას ებღაუჭებიან და მათი სახე, ყველაზე კარგი სიმბოლო არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანი დაგვემუქრა, ცდილობდა ჩვენს შეშინებას და მივმართავ მას და ყველა მის ბანდის წევრს, იმ ბიზნესმენებსაც, რომლებმაც რუსული კანონის მხარდასაჭერი პოსტები გამოდეს – ვერ შეგვაშინებთ, ეს ქვეყანა არის ჩვენი. საქართველო, მაშინ ძლიერი და სუვერენული იყო, როდესაც დასავლური ოჯახის წევრი იყო. ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკური, პოლიტიკური უკუნეთი იყო და მაშინ ძალით დასავლეთისკენ მოწყვეტილები ვიყავით და ამას ცდილობს ახლა ივანიშვილი. ამიტომ ივანიშვილის მხრიდან ყველა რუსული მესიჯი გაჟღერებული იყო, რომ თითქოს და კოლექტიური დასავლეთი არის გლობალური ომის პარტია და თურმე ომს და სისხლისღვრას რუსეთი კი არ განაპირობებს, არამედ დასავლეთი არის ამის მომწყობი. რევოლუციას, დესტაბილიზაციას თურმე ჩვენს ქვეყანაში დასავლეთი აწყობდა და ამ ყველაფერზე ქართველ ხალხს ერთი მკაფიო პასუხი აქვს – არა ივანიშვილს, არა რუსეთს და არა მონობას, ეს პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და წაგლეკავთ ივანიშვილო და ყველა მისი ბანდის წევრებო“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტები ქალაქ ხარკოვს დაესხნენ თავს – ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა
შემდეგი სტატიაოპოზიცია მიტინგებზე იპრანჭება, გეგონება, მიტინგზე გამომსვლელი საცოლეს ან საქმროს ეძებსო – ხვიჩია