შტაინმაიერმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების სირთულეებზე ისაუბრა

შტაინმაიერმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების სირთულეებზე ისაუბრა

shtanmaieriანტირუსული სანქციების გაგრძელება სულ უფრო რთულდება – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა – Reuters-ი წერს.
“ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის შიგნით მატულობს წინააღმდეგობრივი აზრი რუსეთისადმი სანქციების გაგრძელების თაობაზე. გასულ წელთან შედარებით კომპრომისის მიღწევა რთული იქნება” – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მან აღნიშნა, რომ ბერლინის პოზიციაა შეზღუდული რეჟიმის იქამდე გაგრძელება, სანამ მიღწეული არ იქნება მინსკის შეთანხმების ყველა პუნქტი რუსეთსა და უკრაინას შორის.
“ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა. ჩვენ რუსეთის აგრესიას ყირიმში ინგორირებას ვერ გავუკეთებთ, ეს საერთაშორისო უფლებების დარღვევა და აღმოსავეთ უკრაინაში გამოწვეული დესტაბილიზაციაა” – განაცხადა მინისტრმა.
26 მაისს ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების ანონსი გააკეთა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება: საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას სიყვარული დაეხმარება
შემდეგი სტატიაუკრაინელების სურვილია პოროშენკო გადადგეს