26 მაისის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში პარლამენტის ისტორიული შენობა განათდა

26 მაისის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში პარლამენტის ისტორიული შენობა განათდა

australia26 მაისის დღესთან დაკავშირებით ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში პარლამენტის ისტორიული შენობა განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს ავსტრალიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ავსტრალიის ძველი პარლამენტის შენობა.

თანამეგობრობაში საქართველოს საელჩომ, გამართა ამ დღისათვის მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ ქვეყნის მთავრობის, ავსტრალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღების პარალელურად, მოეწყო ქართული ანბანის გამოფენა. სპეცილურად მოწყობილ კუთხეში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და სამზარეულო, ასევე სუვენირები და საქართველოს შესახებ საინფორმაციო ბროშურები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელების სურვილია პოროშენკო გადადგეს
შემდეგი სტატიახურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია