უკრაინაში ნაციონალისტებმა რუსული სერიალის გადასაღები მოედანი დაარბიეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში ,,ნაციონალური კორპუსის,, აქტივისტები სერიალის გადასაღებ მოედანზე შეიჭრნენ და იქაურობა დაარბიეს…
გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალისტების მოქმედება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სერიალი, რომლის გადაღებაც ხარკოვში მიმდინარეობდა, არის საბჭოთა  კავშირზე.
,,ნაციონალური კორპუსის,, აქტივისტების განცხადებით, სერიალი საბჭოთა კავშირის პროპაგანდას უწყობს ხელს და ,,ენ-კა-ვე-დე,,ს აგიტაციას ეწევა. ამას გარდა, ამ რუსული  სერიალის გადაღებაში ისეთი ადამიანებიც არიან დაკავებული, რომლებიც პუტინის მხარდამჭერები არიან და დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიასაც სტუმრობდნენ…
,,ჩვენ გავაფრთხილეთ სამართალდამცავები, რომ მათ აეკრძალათ სერიალის გადაღების პროცესი ხარკოვში, თუმცა მათ ზომები არ მიიღეს და ჩვენ მოგვიწია საქმეში ჩართვა,, აცხადებს აქტივისტი სტას მიკულენკო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელ სექს-სიმბოლოს კიევში ავტომობილი მოპარეს
შემდეგი სტატიაკილმარნოკში აფხაზთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი უცვლელად აღდგება