კილმარნოკში აფხაზთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი უცვლელად აღდგება

“შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში ამა წლის ნოემბერში აღებული სოხუმში ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად დაბრუნდება”,- ამის შესახებ ნათქვამია აღმოსავლეთ ეირშირის საბჭოს განცხადებაში (განცხადების ტექსტი იხილეთ https://www.east-ayrshire.gov.uk/news/article/howard-park-memorial-position-statement). ამავე დროს საბჭო მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ, რათა შემუშვებულ იქნას ყველასათვის მისაღები ქვაზე დასატანი უნივერსალური ტექტი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მემორიალი არ ეძღვნება კონფლიქტშო მონაწილე რომელიმე ერთ მხარეს და რომ იგი წარმოადგენს კილმარნოკის დაძმობილებულ ქალაქ სოხუმში ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
შეგახსენებთ, კილმარნოკში განთავსებული მემორიალი, რომელზეც აფხაზ სეპარატისტთა დროშაა გამოსახული და ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება, 10 ნოემბერს ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ მოტივით აიღო, რომ იგი არ შეესაბამებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ნაციონალისტებმა რუსული სერიალის გადასაღები მოედანი დაარბიეს
შემდეგი სტატიაჩირაღდნებით მსვლელობისას კიევის ქუჩებში 4 ადამიანი დააკავეს