უკრაინაში ლენინის ყველაზე დიდი ძეგლი ჩამოაგდეს

უკრაინაში ლენინის ყველაზე დიდი ძეგლი ჩამოაგდეს

უკრაინაში ლენინის ყველაზე დიდი ძეგლი ჩამოაგდესსამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიეში ქვეყანაში დარჩენილი ძეგლებიდან ლენინის ყველაზე დიდი ძეგლი ჩამოაგდეს. დემონტაჟი დღეს მოხდა, თუმცა, ამწეს გაუჭირდა 20 მეტრიანი მონუმენტის დაძვრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროცესს რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა, პირდაპირი ტრანსლიაცია კი რამდენიმე ინტერნეტ საიტზე მიმდინარეობდა.
ძეგლი ქალაქის ცენტრში 1964 წელს დაამონტაჟეს.
ძეგლის ჩამოგდება დაკავშირებულია 2015 წლის აპრილში რადას მიერ მიღებულ კანონთან კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლიკის აკრძალვასთან დაკავშირებით. კანონის მიღების შემდეგ 504 ძეგლის დემონტაჟი მოხდა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ბერლუსკოვის შვილს 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაგერმანიამ თურქეთში ტერაქტების საშიშროების გამო დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურა