გერმანიამ თურქეთში ტერაქტების საშიშროების გამო დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურა

გერმანიამ თურქეთში ტერაქტების საშიშროების გამო დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურა

გერმანიამ ანკარასა და სტამბულში საკუთარი წარმომადგენლობა დახურა, ამის შესახებ დღეს Reuters-ი წერს, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღავნელის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებაზე დაყრდნობით.
“გუშინ საღამოს სპეცსამსახურებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და სერიოზული შეტყობინება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში გერმანიის დიპმისიაზე თავდასხმა იგეგმება” – განაცხადა ბერლინში შტაინმაიერმა. ორი დღით ადრე გერმანიის სპეცსამსახურებმა თურქეთში მყოფი თანამოქალაქეები გააფრთხილეს მათზე შესაძლო თავდასხმის გამო.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე თურქეთში რამდენიმე ტერაქტი მოხდა

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ლენინის ყველაზე დიდი ძეგლი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის