უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში დიდი ქორწილები აკრძალეს

ჩეჩნეთში არაოფიციალურად აკრძალეს ქორწილების მასშტაბური აღნიშვნა, მიზეზი უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგია – ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო თავისუფლებას” საკუთარი პროექტის ფარგლებში ჩეჩნეთიდან ორმა წყარომ აცნობა.

წყაროების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მითითება არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე დაყრდნობით, რომ “ასე ფიქრობს ფადიშაჰი”, ანუ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი.

Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩეჩნეთში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ სამი “კადიროველი”, რომლებიც რუსული არმიის ჩეჩნურ ქვედანაყოფში მსახურობდნენ. წყაროები ამბობენ, რომ უკრაინაში ომის დროს ჩეჩნეთის 60-მდე მცხოვრები მოკლეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Кавказ.Реалии-ს კორესპონდენტი გროზნოში დაუკავშირდა ხუთ საბანკეტო დარბაზს, სადაც ასეთი წვეულებები იმართება. ჟურნალისტს ხუთიდან ოთხში არ უპასუხეს, ერთგან კი უთხრეს, რომ მზად არიან მხოლოდ 50-მდე სტუმრის მისაღებად, რაც ადგილობრივი ტრადიციის გათვალისწინებით, საკმაოდ ცოტაა.

banner
წინა სტატიაშიაზოვსტალიდან ევაკუირებული 156 ადამიანი ზაპოროჟიაში ჩავიდა – ზელენსკი
შემდეგი სტატიაგაერო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ პასუხი აგოს ყველამ, ვინც უკრაინაში სექსუალური ძალადობა ჩაიდინა – პატენი