გაერო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ პასუხი აგოს ყველამ, ვინც უკრაინაში სექსუალური ძალადობა ჩაიდინა – პატენი

გაერო იზრუნებს, რომ ყველა დამნაშავეს, ვინც უკრაინაში სექსუალური ძალადობა ჩაიდინა, პასუხი აგებინოს, – ამის შესახებ კიევში საგანგებო ვიზიტით მყოფმა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პამილა პატენმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დანაშაულებს საერთაშორისო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება.

“არსებობს მკაფიო მტკიცებულებები ქალებთან მიმართებაში, რომელთა ცხედრებიც ნაპოვნია. გვაქვს სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები ძალადობის ფაქტებზე. გაერო არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს. მალე შეიქმნება საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საქმეებს განიხილავს”, – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინის ინფორმაციით, ყველა ცხედარს, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ნაპოვნი, სექსუალური ძალადობის კვალის დასადგენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში დიდი ქორწილები აკრძალეს
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს