უკრაინამ რუსეთს კრედიტი სამი მილიარდი უნდა გადაუხადოს

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს კრედიტი სამი მილიარდი უნდა გადაუხადოს, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს იყო აღებული. მოსამართლე უილიამ ბლერმა ჩათვალა, რომ უკრაინის არგუმენტები, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ თავდაპირველად რუსეთმა კიევზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელა, შემდეგ ყირიმის ანექსია მოახდინა და ქვეყნის აღმოსავლეთით ომს შეუწყო ხელი, საერთაშორისო სამართალის სფეროა, რომელიც მოსამართლის კომპეტენციაში არ შედის.
უკრაინას აპელაციის უფლება აქვს, რომლითაც, ის სავარაუდოდ, ისარგებლებს.
უკრაინა ვალის გადახდაზე უარს ამბობს.

banner
წინა სტატიაშიმადეირას აეროპორტს კრიშტიანუ რონალდოს სახელი დაერქმევა
შემდეგი სტატიასექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში – ომბუდსმენის რეკომენდაცია