უკრაინამ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ევროკავშირს მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღოს. 10 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ სხდომაზე, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, კლიმკინმა სანქციის რამდენიმე სახეობაზე ისაუბრა. მათ შორის, პერსონალურზე, რუსეთის პორტების შეზღუდვაზე აზოვის ზღვაში, და სხვა.
ევროკავშირის წარმომადგენლები რაიმე კონკრეტული დაპირებით არ გამოსულან. “პირველ რიგში, დღის წესრიგში დგას რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დეესკალაციის მიმართულებები” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა თქვა – “დოიჩე ველე” წერს.
რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობები 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების შემდეგ უფრო მეტად დაიძაბა, როცა სამი უკრაინული გემი და 23 მეზღვაური რუსმა მესაზღვრეებმა დააპატიმრეს. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა თავისი მახინჯი თოჯინა რეზიდენციაში უნდა დაასკუპოს და ეს ვაღიაროთ?!
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკომ რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაწყვეტას ხელი მოაწერა