მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილმა თავისი მახინჯი თოჯინა რეზიდენციაში უნდა დაასკუპოს და ეს ვაღიაროთ?!

რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?!, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქჩართვაში განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები მოპარულია. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და „გავაპრავოთ“ მოპარვა?! მათ შორის, აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები როდესაც საუბრობენ, რომ რაღა აზრი აქვს, უნდა ვაღიაროთ შედეგები. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! ქართულობის სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა?“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

„ამ სასამართლოების იმედი არ გვაქვს, მაგრამ, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, პროკურორი ამოწევს ყველა საქმეს, არჩევნების შედეგები იქნება ბათილად ცნობილი და გამოაბრძანებენ იმ ქალს, თოჯინას გარეთ იმ სასახლიდან, რომელიც ვითომ მემკვიდრეობით ერგო, როგორც სხვა ყველა გამყალბებელს მსოფლიოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/386988382043261/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში“არჩევნებს დაედო ძალიან მძიმე ტვირთი, პედაგოგი ქალბატონის ია კერზაიას გარდაცვალებით”
შემდეგი სტატიაუკრაინამ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა