უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით, წარმატებით ასრულებს ნატო-ს დავალებას – რეზნიკოვი

უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც წარმატებით ასრულებს ნატო-ს დავალებას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევით, – ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკელებმა რუსეთის მხრიდან საფრთხის საპასუხოდ შექმნეს, ადრე ამ საფრთხეს საბჭოთა კავშირი ერქვა. ნატო-ს მთავარი ამოცანაა აგრესიის შემთხვევაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დღეს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წარმატებით ასრულებს ნატო-ს ამოცანებს არის უკრაინა. ძნელია ჩვენი სისხლის, სიცოცხლის, სახლების ფასად, თუმცა დღეს ჩვენ ვასრულებთ ნატო-ს მისიას“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსს ესმის, რომ ახლა უკრაინელები აკეთებენ იმას, რისთვისაც ნატო რამდენიმე ათეული წელია ემზადება და ამიტომაც ეძლევა უკრაინას ნატო-ს იარაღი. მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ნატო-ში ახალი წევრების გაწევრიანებას, მათ შორის უკრაინის, მაგრამ ახლა აშშ ორიენტირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩარკვიანი უმრავლესობას – როდასაც არ გინდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს უკვე ეჭვს ბადებს
შემდეგი სტატიაუკრაინა არ გაჩერდება, სანამ დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას არ გაათავისუფლებს – ერმაკი