,,უკრაინა მარადიულია… დავმარხავთ ყველას ვინც ჩრდილოეთით იყურება,, (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 27, 2015 01:55

,,უკრაინა მარადიულია… დავმარხავთ ყველას ვინც ჩრდილოეთით იყურება,, (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • ,,უკრაინა მარადიულია. ჩვენ დავმარხავთ ყველას ვინც ჩრდილოეთით იყურება. ბევრი დავმარხეთ და დარჩენილებსაც დავმარხავთ,, აცხადებს უკრაინის მარლთმადიდებლური ეკლესიის ლუცკისა და ვოლინსკის ეპარქიის მიტროპოლიტი მიხეილი (ზინკევიჩი)

სხვა სტატიები

,,უკრაინა მარადიულია. ჩვენ დავმარხავთ ყველას ვინც ჩრდილოეთით იყურება. ბევრი დავმარხეთ და დარჩენილებსაც დავმარხავთ,,  აცხადებს უკრაინის მარლთმადიდებლური ეკლესიის ლუცკისა და ვოლინსკის ეპარქიის მიტროპოლიტი მიხეილი (ზინკევიჩი), რომელიც რუსულ მარლთმადიდებლურ ეკლესიას პირდაპირ უპირისპირდება.

მიტროპოლიტი მიხეილი აცხადებს, რომ უკრაინელები არა რუსეთისკენ, არამედ ევროპისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ, რამეთუ ევროპელებთან მათ  მარლთმადიდებლური ღირებულებები აერთიენებთ. იმავე დროს, მიტროპოლიტი მოუწოდებს უკრაინელებს, რომ არ ილოცონ ოკუპანტის ენაზე… ,,ილოცეთ უკრაინულად. ნუ ილოცებთ ოკუპანტის ენაზე. ვინც იმათ ენაზე ლოცულობს, თავს ნუ იტყუებს. ღმერთს ესმის ჩვენი ლოცვა და არასდროს მოუსმენს მათ,, აცხადებს უკრაინელი მღვდელმსახური.

 ,,ყოველი სანთელი, ნაყიდი მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიაში, არის თითო ვაზნა – ნაყიდი თქვენი  შვილების მოსაკლავად,, აცხადებს უკრაინელი მრევლის გასაგონად მიტროპოლიტი მიხეილი, რომელიც თავად 4 წელი სწავლობდა რუსეთში, სანკტ პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მარლთმადიდებლურმა ეკლესიამ 2014 წელს გამოაცხადა ავტოკეფალია, თუმცა მას  ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება აღიარებს… მსოფლიო მარლთმადიდებლურ პატრიარქატს უკრაინის ეკლესიის, რუსეთის მარლთმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან გამოსვლა და მისი ავტოკეფალია აქამდე არ უღიარებია.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 27, 2015 01:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics