რუსი ჩინოვნიკების ლოგიკა – თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებში…

რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარი (,,როსპოტრებნადზორის,, ყოფილი ხელმძღვანელი) რომელიც რუსეთის პრემიერის თანაშემწის რანგში თავისი ქვეყნის პოლიტიკურ სანიტარად იქცა, აცხადებს, რომ ყოველი ნაყიდი თურქული პომიდორი, თურქული რაკეტის შექმნაში შეტანილი წვლილია...

გენადი ონიშენკო რუსული ტელერხისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ  რუსეთი, თუქრული პროდუქციის შესყიდვით ამაგრებს თურქულ ეკონომიკას და მის სამხედრო პოტენციალს… და ეს ეხება რუსი ტურისტების ნაკადსაც თურქეთში… ,,ამიტომაც პომიდორზე გამოთქმული ფრაზა, არა საუბრის ფორმულირებაა, არამედ რეალობა,, განაცხადა რუსეთის პრემიერის თანაშემწემ.

,,ნუთუ ჩვენ ვერ ვხდებით, რომ მივდივართ რა თურქეთში დასასვენებლად, ვაფინანსებთ თურქეთის არმიას… ჩვენ ვყიდულობთ რაკეტებს, რომლებსაც ჩვენს ბიჭებს ესვრიან. თუ თურქები უმიზეზოდ ესვრიან რუსულ თვითმფრინავებს, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საფრთხე ემუქრებათ რუს ტურისტებსაც,, აცხადებს ყოფილი მთავარი სანიტარი.

ონიშენკოს განცხადებით, რუსეთის მთავრობა პრემიერ მედვედევის ხელმძღვანელობით, ამზადებს სამთავრობო მოქმედებების პაკეტს, რომელიც თურქეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ონიშენკოს თავის გამოსვლაში არაფერი უთქვამს იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა, თურქეთი რუსული საქონლის ექსპორტიორთა ხუთეულში შედის და არც იმაზე, თუ რამდენი ბომბის დამზადება შეიძლება იმ ფულით, რომლითაც თურქეთი რუსეთისაგან ყოველწლიურად 27 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს…  რომ არაფერი ვთქვათ ნავთობზე, ქვანახშირზე, მარცვლეულზე და სხვადასხვა ნედლეულზე, რომლის კარგ ფასად გაყიდვასაც რუსეთი – თურქეთში დღემდე ახერხებს.

რაც შეეხება გენადი იონიშენკოს ლოგიკას, რომელიც ტიპიური ლოგიკაა პუტინის გარემოცვის ჩინოვნიკებისა და რომლითაც რუსეთის პოლიტუკურ სანიტრად ქცეული მედვედევის თანაშემწე მოძღვრავს საკუთარ მოსახლეობას… ამ ლოგიკით იმ ქვეყნებმა, რომლთაც ბოლო წლების განმავლობაში ასობით და ათასობით  რუსეთის მიერ გასროლილი ბომბი დაეცათ, არათუ გაზი და ნავთობი, ასანთის კოლოფიც კი არ უნდა იყიდონ რუსეთისაგან… არაფერს ვამბობთ მსოფლიოს იმ ნაწილზე, რომელსაც რუსეთი თავისი სამხედრო თუ პოლიტიკურ-ენერგეტიკული პოტენციალით ემუქრება .

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

 

banner
წინა სტატიაში,,უკრაინა მარადიულია… დავმარხავთ ყველას ვინც ჩრდილოეთით იყურება,, (VIDEO)
შემდეგი სტატიაამ წუთებში გიორგი მარგველაშვილისა და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მონაწილეობით შეხვედრა იწყება