ერდოღანი: თუ ბოდიში აუცილებელია, ის რუსეთმა უნდა მოიხადოს…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 27, 2015 00:38

ერდოღანი: თუ ბოდიში აუცილებელია, ის რუსეთმა უნდა მოიხადოს…

მნიშვნელოვანი

  • თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის აზრით, თუ ბოდიშის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში, ის იმ მხარემ უნდა მოიხადოს, რომელმაც მეორე მხარის საზღვარი დაარღვია...

სხვა სტატიები

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის აზრით, თუ ბოდიშის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში, ის იმ მხარემ უნდა მოიხადოს, რომელმაც მეორე მხარის საზღვარი დაარღვია

,,ჩვენ გავავრცელეთ აუდიო ჩანაწერები, სადაც ჩვენი პილოტები აფრთხილებენ რუსებს… ამას ორი დღეა ყველა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები ატრიალებენ. 5 წუთის მანძილზე 10-ჯერ გააფრთხილეს რუსი პილოტები… თვითმფრინავებმა არ უპასუხეს და  ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ… რადარებმა დააფიქსირეს ეს მომენტი და ეს მონაცემები გენშტაბის ინტერნეტ-საიტზე ღიად დევს… ყველაფერი წამებში მოხდა… ორი თვითმფრინავი. ერთმანეთისაგან 1,7 მილის დაშორებით მოფრინავდა… ისინი ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, ერთმა მალევე გადაუხვია სირიის მიმართულებით, მეორემ კი – კიდევ ერთხელ მიიღო გაფრთხილება და ამის შემდეგ ჩამოაგდო ჩვენმა თვითმფრინავმა,, აცხადებს ერდოღანი ანკარაში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

ერდორანის განმარტებით, 30 სექტემბრიდან მოყოლებული, რაც რუსული ავიაცია სირიის კონფლიქტში ჩაერთო, სურულმა თვითმფრინავებმა 3-4 ჯერ დაარღვიეს თურქეთის საზღვარი.  ,,14-15 ნოემბერს ანტალიაში გამართულ G20-ს სამიტზე,  პუტინთან შეხვედრისას მე პირადად გამოვხატე ჩემი შეშფოთება რუსული ავიაციის ქმედებებზე,, აცხადებს ერდოღანი, რომელიც აღნიშნავს, რომ პუტინი გაფრთხილებული იყო რუსული ავიაციის თავნებობაზე. ,,ადრეც არაერთხელ ყოფილა მსგავსი კრიზისული სიტუაციები რუსული ავიაციის მხრიდან შავ ზღვაზე, თუმცა იქ მანევრირებისთვის მეტი ტერიტორიაა და საქმე ცეცხლის გახსნამდე არ მისულა,, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

www.timer.ge

 

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 27, 2015 00:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics