უკრაინა ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში მოხვდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 8, 2016 16:28

უკრაინა ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში მოხვდა

13383880_1219686481377537_629687640_oVision of Humanity-ის სპეციალისტებმა ქვეყნების რეიტინგი შეადგინეს მათი საშიშროების დონის მიხედვით. შედეგები ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული.
ყველაზე საშიშ ქვეყანად სირიაა დასახელებული, მეორე ადგილზეა სამხრეთ სუდანი, მესამეზე – ერაყი. პირველ ათეულში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავღანეთი, პაკისტანი და უკრაინა. ათეულს ასრულებს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც მეთერთმეტე პოზიციით რუსეთის ფერედაცია აგრძელებს.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები არიან ისლანდია, დანია, კანადა, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია და პორტუგალია.

აღნიშნულ კვლევებში საქართველო პერუსა და კუბასთან ერთად 85-ე ადგილს ინაწილებს.

კვლევის ანალიზი სხვადასხვა კრიტერიუმით ტარდებოდა, მაგალითად, მეზობლებთან დამოკიდებულება, მძიმე შეიარაღების ოდენობა, ატომური შეიარაღება, სახედრო ხარჯები, მკვლელობის დონე, პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური რეჟიმის სტაბილურობა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 8, 2016 16:28