გია ხუხაშვილი: ივანიშვილისთვის მურუსიძის დაცვას უმძიმესი შედეგები ექნება, ამას მალე ნახავს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით ფატალურ შეცდომას უშვებს.

“ჩემი აზრით, მურუსიძესთან დაკავშირებით ის ფატალურ შეცდომას უშვებს და ამას რაღაც პერიოდის შემდეგ დაინახავს. რატომღაც ჯიუტად არ უნდა დანახვა, თუ რამხელა შეცდომას უშვებს, როცა მას იცავს. მურუსიძის დეტალური ადვოკატირებით მისი დაინტერესება ჩანს, რაც ტენდენციურობას განაპირობებს.

ის მურუსიძის თემას “ნაციონალურ მოძრაობასთან” აპირისპირებს. სინამდვილეში, მურუსიძე მიხეილ სააკაშვილისგან კი არ აშორებს, არამედ აახლოებს და ამსგავსებს. მურუსიძე სააკაშვილისა და ივანიშვილის გამაერთიანებელია.

რეალურად, პრობლემა მიშა სააკაშვილი კი არა, მის მიერ გამოჩეკილი მურუსიძეები იყო. რაკი ივანიშვილმა სააკაშვილის მემკვიდრეობა გადაიბარა, ეს მათ მსგავსებას ამტკიცებს. იმაზე საუბარი, რომ თურმე მურუსიძე მიხეილ სააკაშვილის გავლენისაგან გათავისუფლდა და კარგი ბიჭი გახდა, ძალიან არადამაჯერებელია.

რატომ არ ესმის, რომ ამ ადვოკატირებით ღრმა კრიზისში შედის? როგორც ჩანს, უკეთეს შემთხვევაში, მას ინფორმაციას არასწორად აწვდიან, უარეს შემთხვევაში კი, ამ სისტემის განუყოფელი ნაწილის ადვოკატირებას ცდილობს. ივანიშვილისთვის მურუსიძის დაცვას უმძიმესი შედეგები ექნება. ამას მალე ნახავს”, – აცხადებს ხუხაშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
შემდეგი სტატიაუკრაინა ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში მოხვდა