უილ სმიტმა 50 წლის იუბილე ვეტმფრენიდან გადმოხტომით აღნიშნა

ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა საკუთარი 50 წლის იუბილე განსაკუთრებით აღნიშნა. მან ვეტმფრენი დაიქირავა და “გრანდ კანიონის” თავზე ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანდასწრებით პარაშუტით გადახტა. “შეგრძნებები იცვლება საშინელებიდან აღფრთოვანებამდე” – სმიტი კამერაში ამბობს გადმოხტომისას.
“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება. დიახ, ცხოვრება რთულია: გჩაგრავენ, რთულ სიტუაციებში ებმევი, სამსახურს კარგავ, კარგავ თავდაჯერებულობას, მაგრამ არ შეიძლება ეჭვი შეგეპაროს საკუთარ თავში – უნდა გააკეთო ის, რაც გინდა” – ამბობს მსახიობი საიუბილეო თარიღზე – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ უნდა გვქონდეს დღეები, როდესაც ყველა ვართ ერთად”- დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატიაPussy Riot-ის წევრი საკუთარ მოწამვლას აფრიკაში სამი რუსი ჟურნალისტის მოკვლას უკავშირებს