“ჩვენ უნდა გვქონდეს დღეები, როდესაც ყველა ვართ ერთად”- დავით უსუფაშვილი

პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა, თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული ფორუმის, შენების მოძრაობის ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ძნელია დავიჯეროთ, რომ 25 წელი გავიდა ტრაგედიიდან, როდესაც სოხუმი დაეცა, გმირულად დაეცნენ ჩვენი მამულიშვილები. ამ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიას ყველაზე დიდი განსაცდელი დაემართა. პატივს მივაგებთ დაღუპულებს, გმირებს, ჟიული შარტავას, სხვებს. ვინც ამ დღეს გმირობის მაგალითი აჩვენა, თავისი სიკვდილით შანსი დაგვიტოვა, რომ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება გამთლიანდება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, ერთიანობა, ეროვნული სულისკვეთება და ეროვნული თვითრწმენა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში დეფიციტია. ჩვენ უნდა გვქონდეს თემები, ჩვენ უნდა გვქონდეს დღეები, როდესაც ყველა ვართ ერთად, როდესაც სხვა, განმასხვავებელ საკითხებზე არ ვსაუბრობთ, ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრული პატივს მივაგებთ გმირებს და ვიყურებით წინ, უკეთესი მომავლისკენ. მინდა, ამ ქვეყანაში დამკვიდრდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, ამ დღეს ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს,“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმუხრან ბურჭულაძე ხალხს შვილმოკლული მამების გვერდით ბრძოლისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაუილ სმიტმა 50 წლის იუბილე ვეტმფრენიდან გადმოხტომით აღნიშნა