Pussy Riot-ის წევრი საკუთარ მოწამვლას აფრიკაში სამი რუსი ჟურნალისტის მოკვლას უკავშირებს

რუსული პანკ ჯგუფის Pussy Riot-ის წევრმა პეტრე ვერზილოვმა, რომელიც დღეს გაწერეს ბერლინის საავადმყოფოდან, პირველი ინტერვიუ მისცა გერმანულ Bild-ს. ვერზილოვის თქმით, მას თითქმის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მისი მოწამვლის უკან რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები დგანან. “მოწამვლა ისე პროფესიონალურად იყო ორგანიზებული, რომ სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ” – ამბობს ვერზილოვი, რომელიც ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, მასზე გაურკვეველი ტიპის შხამიანი კოქტეილი გამოსცადეს – გერმანელმა ექიმებმა ვერ დაადგინეს რა ნივთიერებით იყო ის მოწამლული.

აქტივისტი თავისი მოწამვლის ორ სავარაუდოო ვერსიაზე ლაპარაკობს: პირველია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე Pussy Riot-ის სტადიონზე გამოხტომა და მეორე აფრიკაში მოკლულ რუს ჟურნალისტებს უკავშირდება – ორხან ჯემალი, კირილ რადჩენკო და ალექსანდრე რასტარგუევი მისი მეგობრები იყვნენ. ვერზილოვი განსაკუთრებით რასტარგუევთან მეგობრობდა. მან საკუთარი გამოძიების დაწყება გადაწყვიტა. მოწამვლამდე რამდენიმე დღით ადრე კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მკვლელობის გარემოებებზე მოხსენება გამოუგზავნეს.

აქტივისტის მოწამვლის შესახებ პირველი ინფორმაცია 12 სექტემბერს გავრცელდა. რამდენიმე დღეში ის ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქტივისტმა მკურნალობა სახლში უნდა განაგრძოს.

banner
წინა სტატიაშიუილ სმიტმა 50 წლის იუბილე ვეტმფრენიდან გადმოხტომით აღნიშნა
შემდეგი სტატიატრამპმა ჩინეთს კონგრესის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დასდო ბრალი