უგულავა: როგორც კი პანდემიური ტალღა გადაივლის, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია

“როგორც კი პანდემიური ტალღა გადაივლის, რიგგარეშე არჩევნები ჩვენ ქვეყანაში გარდაუვალია. უბრალოდ ეს რიგგარეშე უნდა იყოს პროპორციული, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩვენების გზით ჩამოშორდეს. 30 მაჟორიტარი და ეს მამაძაღლობა არის ფორა, რომელსაც ივანიშვილი ყოველთვის იტოვებს და ეს ფორა მას არ უნდა დავუტოვოთ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.

„ერთი ყველაზე დიდი პარტია დარჩენილია ბოიკოტის რეჟიმში, ჯობია რომ შევიდეს პარლამენტში. გარკვეული წინაპირობები არის. პარლამენტში შესვლას არანაირი ხელისმოწერა არ სჭირდება. ყველაფერი დაიწყო გავრილოვის მერე პროპორციულის გადაგდებით, ამას მოჰყვა დაჭერები და რეპრესიები. შემდეგ 8 მარტი, სადაც ივანიშვილმა 30 მაჟორიტარი მოივაჭრა. ამ 30 მაჟორიტარიდან მანიპულაცია გაუკეთა სხვადასხვა დარღვევებით 2020 წლის არჩევნებს. ამიტომ, ახლა ეს ბრძოლა ბოლომდე მისაყვანია. სრულად პროპორციული უნდა გახდეს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს, ისევ იგივე 30 მაჟორიტარი გვეყოლება. ამიტომ მე ვფიქრობ თვითონ პარტიამ უნდა გაწყვიტოს. ჩემი აზრით, ახლა ბოიკოტი არის უკვე წარსული. ეს არაფრით ლეგიტიმურს არ ხდის ამ პარლამენტს. ჩვენ ამ პარლამენტს უნდა შევხედოთ როგორც თავმოხვეულ ბოროტებას. უნდა შევხედოთ ინსტრუმენტს, რომლიდანაც სრულად პროპორციული არჩევნები უნდა გამოვადნოთ.

როგორც კი პანდემიური ტალღა გადაივლის, რიგგარეშე არჩევნები ჩვენ ქვეყანაში გარდაუვალია. უბრალოდ ეს რიგგარეშე უნდა იყოს პროპორციული, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩვენების გზით ჩამოშორდეს. 30 მაჟორიტარი და ეს მამაძაღლობა არის ფორა, რომელსაც ივანიშვილი ყოველთვის იტოვებს და ეს ფორა მას არ უნდა დავუტოვოთ”, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიკრამონი: მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული
შემდეგი სტატიახვიჩია: ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება, ცინიკურად გამოჩენილიყო