ხვიჩია: ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება, ცინიკურად გამოჩენილიყო

“რა თქმა უნდა, მელიას პარლამენტში ველოდებით. ახლა ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ სალაპარაკო გვაქვს”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ზოგადად, ვინც ჩვენთან სალაპარაკოდ მოდის, ლაპარაკი ძალიან გვიყვარს და არავის არ გავურბივართ. პირიქით, მივესალმებით, ყავას დავალევინებთ, დიდხანს ვისაუბრებთ, დანარჩენი, ალიანსი, კოალიცია, ამაზე ახლა არ ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, მელიას პარლამენტში ველოდებით. ახლა ნიკა მელიას ციხესთან რომ დავლოდებოდი, შეიძლება ცინიკური გამოჩენილიყო, რადგან ჩვენ სალაპარაკო გვაქვს. იცით, რომ საუბრის საშუალება არ მოგვეცა, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა და რა სალაპარაკოც გვქონდა, ვერ ვილაპარაკეთ. ბევრი სალაპარაკო გვაქვს და გასარკვევი გვაქვს, ძველი უხერხული სიტუაციები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიუგულავა: როგორც კი პანდემიური ტალღა გადაივლის, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია
შემდეგი სტატიაფრანგი სამხედროები ისლამიზმის გამო მეორე ღია წერილს აქვეყნებენ და ომს წინასწარმეტყველებენ