კრამონი: მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული

„ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რაც მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. დანარჩენი ოპოზიცია მიწვეულია შეთანხმებაში შესასვლელად “,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

დღეს, 10 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი
შემდეგი სტატიაუგულავა: როგორც კი პანდემიური ტალღა გადაივლის, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია