უგულავა – ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება

რატი ბრეგაძე, აღარ ვიტყვი რას ვფიქრობ მასზე, მაინც ფარისევლობს იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ მოტყუებით და ძალით გადაყვანილი სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის საავადმყოფოში და ახლა ამბობს, რომ ეს არის შეთავაზება. აქამდე მათ შეთავაზება არ გაუკეთებიათ, ასე მოტყუებით, დამცირებით და თავდასხმებით გადაიყვანეს სააკაშვილი, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.

უგულავას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადარჩეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

“ამ ქვეყნის მომავლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდეს. ამისთვის მთავარია, რომ გადარჩეს სააკაშვილის და ხოშტარიას სიცოცხლე. მათ სიცოცხლეს დღეს საფრთხე ემუქრება.

მე ვერ დავიწყებ სპეკულაციას სამედიცინო კუთხით რამდენად მომზადებულია გორის სამხედრო ჰოსპიტალი. ჩვენ ვიცით ერთი – სააკაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს, თუ ის იქნება გადაყვანილი გლდანის ციხიდან, შიმშილობას შეწყვეტს და თუ არ გადაიყვანენ, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. ასევე, ხოშტარიას პოზიციაც ვიცით, რომ თუ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი გლდანის ციხიდან, არ შეწყვეტს შიმშილობას.

რატი ბრეგაძე, აღარ ვიტყვი რას ვფიქრობ მასზე, მაინც ფარისევლობს იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ მოტყუებით და ძალით გადაყვანილი სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის საავადმყოფოში, ახლა ამბობს, რომ ეს არის შეთავაზება. აქამდე მათ შეთავაზება არ გაუკეთებიათ, ასე მოტყუებით, დამცირებით და თავდასხმებით გადაიყვანეს სააკაშვილი”, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ხელისუფლებამ მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას
შემდეგი სტატიაზარქუა: იმედი მაქვს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ეყოფა გონიერება და არ მოაწყობენ ქაოსს