კობახიძე: ხელისუფლებამ მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას

ხელისუფლებამ მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გორის ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველაფრით, რაც არის საჭირო. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად არიან დაზღვეული რისკებისგან.

„ასეთი შეთავაზება გაკეთდა იუსტიციის მინისტრის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითად ასპექტს – სამედიცინო მხარეს და უსაფრთხოებას. გორის ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველაფრით, რაც არის საჭირო – აპარატურა, პერსონალი და ა.შ. უსაფრთხოება იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მაღალი რისკები. გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: თუ სააკაშვილი არ დათანხმდა გორის ჰოსპიტალს, დადასტურდება, რომ უბრალოდ ახირებაა
შემდეგი სტატიაუგულავა – ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება